გორის მუნიციპალიტეტში დისტანციური სწავლების რეჟიმზე კიდევ 2 სკოლა გადავიდა

გორის მუნიციპალიტეტში დისტანციური სწავლების რეჟიმზე კიდევ 2 სკოლა გადავიდა- გორის მესამე საჯარო სკოლის და მეღვრეკისის საჯარო სკოლის მოსწავლეები დღეიდან 3 თებერვლის ჩათვლით დისტანციურად ისწავლიან. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის გამო, დისტანციურ სწავლებაზე გადასულია კარალეთის პირველი და მეორე სკოლა, ასევე ხელთუბნის, ქერეს, ახალდაბისა და ქვახვრელის სკოლები.

რაც შეეხება ქალაქის სკოლებს, აქ დისტანციურ სწავლებაზე მე-9, მე-10 და მე-12 სკოლები გადავიდნენ.

214 ნახვა
desktop
mobile catfish