ქვეყნის მასშტაბით, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა კიდევ 36202 მოსწავლის მშობელმა დაწერა

ქვეყნის მასშტაბით, ონლაინსწავლების რეჟიმზე გადასვლის მოთხოვნა, გუშინ, 36202 მოსწავლის მშობელმა დაწერა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში“ (EMIS) განუცხადეს.

მათივე განმარტებით, 20-27 იანვრის შუალედში ონლაინსწავლების მოთხოვნა 4031-მა მშობელმა გააუქმა.

შეგახსენებთ, რომ ჯამში, მოსწავლეთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 624 000-ია.

24 ნახვა
desktop
mobile catfish