პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე - არ გავჩერდებით, ვიდრე ახალ არჩევნებს და ეროვნული ძალებისგან შემდგარ კოალიციურ მთავრობას არ მივაღწევთ
44 წუთის წინ

მამუკა ხაზარაძე - არ გავჩერდებით, ვიდრე ახალ არჩევნებს და ეროვნული ძალებისგან შემდგარ კოალიციურ მთავრობას არ მივაღწევთ

არ გავჩერდებით, ვიდრე ახალ არჩევნებს და ეროვნული ძალებისგან შემდგარ კოალიციურ მთავრობას არ მივაღწევთ , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბათუმში განაცხადა, სადაც მისი კოალიციის წევრები მხარდაჭერებს შეხვდნენ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ბათუმს „ქართულმა ოცნებამ“ ურბანული კატასტროფა მოუწო, რაც სხვა პრობლემებთან ერთად კიდევ ერთი მიზეზია, პარტიის ქვეყნის მმართველობიდან ჩამოსაშორებლად.

"დღეს ბათუმში ვართ, ერთ დროს ჩვენს სავიზიტო ბარათად წოდებულ ქალაქში, რომელსაც რუსულმა ოცნებამ ურბანული კატასტროფა მოუწყო. მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, ეს კიდევ ერთი მიზეზია, ქვეყნის მმართველობიდან არალეგიტიმური რუსული ხელისუფლების ჩამოსაშორებლად. ყველაფერი რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს, განვიხილეთ დღეს, მზია ამაღლობელის მშობლიურ ბათუმში და შევთანხმდით, რომ მზიას და სხვა პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა პლატფორმიდან, როგორც საერთაშორისო ტრიბუნიდან, ისე ქუჩიდან! არ გავჩერდებით, სანამ არ მივაღწევთ ახალ არჩევნებს და ეროვნული ძალებისგან შემდგარ კოალიციურ მთავრობას ამ ქვეყანაში!", - განაცხადა ხაზარაძემ.

რეგიონი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები