კრემლის პრესსპიკერი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელია, ორი ქვეყნის მომლაპარაკებლების მიერ გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ:
„ჩვენ ასეთ შეხვედრას შესაძლებლად მივიჩნევთ, როგორც ორივე მხარის დელეგაციების მუშაობის შედეგად, ამ დელეგაციების გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემდეგ“, - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ამზადებს ცეცხლის შეწყვეტის პირობების სიას და მას უკრაინას გადასცემს.