დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა

დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. 31 წლის წინ, 30 აპრილს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაიწვიეს წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურში.

სწორედ ეს მოვლენა გახდა საქართველოს თავდაცვის ძალების დღის შექმნის საფუძველი. იუბილეს თავდაცვის ძალები ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე აღნიშნავენ. ღონისძიებაზე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. 

390 ნახვა
desktop
mobile catfish