პრემიერი: გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა

გლობალური მშვიდობის 2022 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოში არის მეორე ადგილზე, ინდექსის სრული ისტორიული გაუმჯობესებით კი მსოფლიოში პირველ ადგილზე დასახელდა, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ასეთი მაჩვენებელი „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგია.

„მინდა ვთქვა, რომ ესეც ძალიან სერიოზული აღიარებაა. ამ შემთხვევაში 163 ქვეყანა მონაწილეობდა და ჩვენი ქვეყნის მეორე ადგილზე დასახელება მართლაც არის აღიარება იმ სწორი, გონივრული და ეროვნული პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი მთავრობა უკვე 10 წელია ატარებს ჩვენი ხალხის ინტერესების დასაცავად. შედარებისთვის, მინდა გავიხსენო, რომ 2012 წელს ამ რეიტინგებში ჩვენი ქვეყანა, საუბედუროდ, უკანასკნელ ოცეულში იყო. ანუ, უხეშად რომ თქვათ, 163 ქვეყანაში დაახლოებით 143-ე ადგილზე. აი ამხელა პროგრესი გვაქვს სწორედ ბატონ ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დატოვებული გუნდის – „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

243 ნახვა
desktop
mobile catfish