გაბრიელიუს ლანდსბერგისი: უკრაინას ყველაზე მეტად იარაღი სჭირდება; იარაღის მიწოდება არ უნდა შეწყდეს

ბრიუსელი ემზადება საზაფხულო არდადეგებისთვის და ეს კარგი შესაძლებლობაა არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის სამხედრო ძალები არ აპირებენ უკრაინის დასაბომბად დასვენების დღეები გამოაცხადონ, – ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირმა უკრაინის იარაღით მომარაგება უნდა გააგრძელოს.

„უკრაინას ყველაზე მეტად იარაღი სჭირდება. პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღით უკრაინამ შეძლო ამ დრომდე წინააღმდეგობა გაეწია რუსეთისთვის, დაებრუნებინა ქალაქები, შეეჩერებინა აგრესორი და ეს იარაღი უნდა დაეხმაროს უკრაინას გაათავისუფლოს ხორბალი. იარაღის მიწოდება არ უნდა შეწყდეს და დასავლეთის სამყაროს ინდუსტრიულმა ქვეყნებმა სამხედრო მარაგების გადაცემა უნდა უზრუნველყონ“, – მიიჩნევს ლანსბერგისი.

565 ნახვა
desktop
mobile catfish