„დღევანდელ სიტუაციაში კოვიდი პრობლემას არ ქმნის, ამიტომ სავალდებულო შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა არ არსებობს“ – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში  კორონავირუსის გავრცელების ტენდენციას აფასებს და აცხადებს, რომ არსებული ვითარება რეგულაციების შემოღების აუცილებლობას არ იძლევა.

“ქვეყანა შეზღუდვების პროცესს დაუბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა, რაც ჯერ არ ფიქსირდება და რაც მთავარია, თუ გაიზარდა სიკვდილიანობის რაოდენობა. დღევანდელ სიტუაციაში კოვიდი პრობლემას არ ქმნის, ამიტომ სავალდებულო შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა არ არსებობს”,- ამბობს ცერცვაძე. 

690 ნახვა
desktop
mobile catfish