პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე - ეს იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება - საზოგადოებას 6 თვის განმავლობაში საშუალება ექნება პირდაპირ ეთერში მოისმინოს და უყუროს იმას, რას აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდე
20 წუთის წინ

ვლადიმერ ბოჟაძე - ეს იყო ჩვენი საარჩევნო დაპირება - საზოგადოებას 6 თვის განმავლობაში საშუალება ექნება პირდაპირ ეთერში მოისმინოს და უყუროს იმას, რას აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდე

საზოგადოებას 6 თვის განმავლობაში საშუალება ექნება პირდაპირ ეთერში მოისმინოს ფა უყუროს იმას, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდე, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბერს დადგა, როდესაც ქართველმა ხალხმა ისინი ოპოზიციაში გაუშვა. კონკრეტული ლიდერების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ზოგიერთ შემთხვევაში დადგა, ზოგიერთ შემთხვევაში ვერ დადგა“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძმე.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულებს შეისწავლა იყო მმართველი გუნდის საარჩევნო დაპირება.

„კომისია 5 მიმართულებით იმუშავებს. დაწყებული ადამიანის უფლებებიდან, დასრულებული ბიზნესითა და რუსეთ-საქართველოს ომის საკითხებით. დავიბარებთ ყველას, ვისაც რაიმე შეხება ჰქონდა ამ წლებში ხელისუფლებასთან. სექტემბერში, ჩვენ გვექნება სავარაუდოდ საკმარისი მასალები იმისთვის, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვლევის შემთხვევაში, ეს ყველაფერი გადაიგზავნოს პროკურატურაში და ასევე გამოიკვეთოს საკმარისი მასალები იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ, რომ იმსჯელოს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური პარტია, კონსტიტუციას ხომ არ არღვევდა და იმსახურებს თუ არა ეს პოლიტიკური პარტია საერთოდ არსებობის უფლებას“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისი თქმით, საზოგადოებას 6 თვის განმავლობაში საშუალება ექნება პირდაპირ ეთერში მოისმინოს ფა უყუროს იმას, რას აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდე.

„ეს საპარლამენტო ფორმატია, შეიქმნება საგამოძიებო კომისია და პირდაპირ ეთერში გადაიცემა ეს ყველაფერი“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

პარლამენტში საგაზაფხულო სესია ოთხ თებერვალს გაიხსნება. პირველივე კვირას შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულებს შეისწავლის. კომისია ექვსი თვე იმუშავებს.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!