პოლიტიკა

ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი ამოცანა - „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის დათმობებზე წასვლა, ან მას გადავახდევინოთ ის პოლიტიკური ფასი, რაც არ დათმობის შემთხვევაში მოუწევს,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ „ოპოზიციური ალიანსის“ პირველი სამუშაო შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.  მისივე თქმით, მომდევნო დღეებში „ოპოზიციურ ალიანსს“ მნიშვნელოვანი აქტივობები ექნება.
1 საათის წინ

ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი ამოცანა - „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის დათმობებზე წასვლა, ან მას გადავახდევინოთ ის პოლიტიკური ფასი, რაც არ დათმობის შემთხვევაში მოუწევს,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ „ოპოზიციური ალიანსის“ პირველი სამუშაო შეხვედრის დასრულებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მომდევნო დღეებში „ოპოზიციურ ალიანსს“ მნიშვნელოვანი აქტივობები ექნება.

„[უნდა] შევთანხმებულიყავით იმ ძირითად პრიორიტეტულ საკითხებზე, რითაც ჩვენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პრესინგს მოვახდენთ. მნიშვნელოვანია, ვიყოთ ერთიანები და მკაფიოები „ქართული ოცნების“ იმ პოლიტიკის მიმართ, რომელმაც საზოგადოებაში გამოიწვია მათი არაღიარება, ქართველი ხალხი არ აღიარებს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებად. სამოქმედო ხაზია ის, რომ აუცილებლად უნდა მივაღწიოთ იმ ამოცანებს, რაც დოკუმენტით არის გათვალისწინებული. მომდევნო დღეებში იქნება მნიშვნელოვანი აქტივობები, ამის შესახებ მედიას მივაწვდით ინფორმაციას. ჩვენ ვიცით, რა არის ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის დათმობებზე წასვლა, ან მას გადავახდევინოთ ის პოლიტიკური ფასი, რაც არ დათმობის შემთხვევაში აუცილებლად მოუწევს“,- აღნიშნა თენგო თევზაძემ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები