გორში გზაზე მოძრავ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

გორი – სოფელი სვენეთი გზაზე მოძრავ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც ახლომდებარე ტყეზე გავრცელდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლის დიდ ტერიტორიაზე გავრცელების აღსაკვეთად, ადგილზე ხდება დამატებითი ძალების მობილიზება ამ წუთებში, მეხანძრე-მაშველები ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა