რუსთავში მაშველებს ხალხი ნავებით გამოჰყავთ სახლებიდან. ფოტოკოლაჟი

რუსთავში ისევ წყალდიდობაა. ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს მოქალაქეების ნაწილი ნავებით გამოჰყავთ საცხოვრებლებიდან. წყლის დონე 35-40 სანტიმეტრს აღწევს. უხვი ნალექის გამო გართულებულია მოძრაობა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზეც.   მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის.   წყარო: imedinews.ge