წითელი კარტოფილი ნივრითა და ყველით

არომატული შემწვარი კარტოფილი ძალიან მარტივად მზადდება. მასალა: 900   გრ. წითელი კარტოფილი; 1⁄4  ჭიქა გამდნარი კარაქი; 2   ჩ/კ დაკეპილი ნიორი; 1   ჩ/კ მარილი; 1   ცალი ლიმონის წვენი; გახეხილი ყველი (გემოვნებით). მომზადება: წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 175 C-ზე; კარტოფილი სასურველი ფორმისა და ზომის ნაჭრებად დაჭერით კანგაუცლელად და მოათავსეთ 20X20 სმ ზომის საცხობ ლანგარზე; პატარა თასში აურიეთ გამდნარი კარაქი, ნიორი, მარილი და ლიმონის წვენი. მოასხით კარტოფილს და კარგად ამოურიეთ. მოაყარეთ გახეხილი ყველი; დააფარეთ და აცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით. შემდეგ აცხვეთ დაუფარებლად დარბილებამდე და გადაბრაწვამდე, დაახლოებით 10 წუთით.

იხილე

ეს გემრიელი საწებელი გრიპისგან დაგიცავთ

ხშირად გაიგონებთ, ვირუსებისგან და გრიპისგან ნიორი, ლიმონი დაგიცავთ, რაც შეიძლება მეტი ჭამეთო. მართლაც, ორივე პროდუქტი უნიკალური თვისებებისაა, კარგია, თუ მათ საკმარისი რაოდენობით მივიღებთ. თუმცა ნივრის ჭამას ბევრი ერიდება, რადგან უსიამოვნო სუნი ახლავს. როგორ ვიპოვოთ გამოსავალი? ძალიან მარტივად. ამ ორი პროდუქტისგან შეგვიძლია,  უგემრიელესი საწებელი დავამზადოთ და მივირთვათ. მაშ ასე: ლიმონი გაფცქვენით და დააბლანდერეთ. შეგიძლიათ, ცოტა გადადუღებული წყალი დაასხათ, რომ ძალიან სქელი არ იყოს. დანაყეთ ნიორი, წვრილად დაჭერით ან ჩანაყეთ ქინძი და ლიმონის მასაში აურიეთ. დაამატეთ მარილი და ცოტა ზეთი. ლიმონის, ნივრის, ზეთის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ. გემრიელია თევზის, ხორცის კერძებთან ერთად. რაც…

იხილე