პოლიტიკა

ფეხზე უნდა აბრძანდეთ ბატონო ალეკო, - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს სხდომათა დარბაზში შემოსულმა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულ  ალეკო ელისაშვილს, რომელიც მოსამართლის შემოსვლისას ფეხზე არ ადგა.  „ფეხზე ადგომა ნიშნავს პატივისცემას, პატივისცემას გამომუშავება უნდა“, - მიმართა მან მოსამართლეს.

ფეხზე უნდა აბრძანდეთ ბატონო ალეკო, - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს სხდომათა დარბაზში შემოსულმა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულ  ალეკო ელისაშვილს, რომელიც მოსამართლის შემოსვლისას ფეხზე არ ადგა. „ფეხზე ადგომა ნიშნავს პატივისცემას, პატივისცემას გამომუშავება უნდა“, - მიმართა მან მოსამართლეს.

ფეხზე უნდა აბრძანდეთ ბატონო ალეკო, - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს სხდომათა დარბაზში შემოსულმა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიტიკოსს, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, რომელიც მოსამართლის შემოსვლისას ფეხზე არ ადგა.

„ფეხზე ადგომა ნიშნავს პატივისცემას, პატივისცემას გამომუშავება უნდა“, - მიმართა მან მოსამართლეს. აღნიშნული რეპლიკის შემდეგ სხდომა დაიწყო.

მოსამართლემ მას ბრალდების შინაარსი განუმარტა და ჰკითხა, იყო თუ არა ის მისთვის გასაგები.

"კი ბატონო, კითხვაც ვიცი და ქართულიც მესმის",- უპასუხა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები