მიხეილ სააკაშვილი: შემოდგომაზე გამოვუყვანთ წირვას ივანიშვილს და მის რეჟიმს!

“ძალიან დაშინებულია ჯაყო, ცდილობს ყველაფერი სხვას გადააბრალოს, 2030 წლამდე კი აპირებს საქართველოს ძარცვას, მაგრამ ჩვენ, შემოდგომაზე, გამოვუყვანთ წირვას მის მევახშე რეჟიმს და ავიღებთ პასუხისმგებლობას ქართველების კეთილდღეობაზე”- ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც გადაცემა “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” გავიდა. “სტაგნაცია დასრულდება! P.S და წინ რომ ეჯდა, ის ნამდვილი ჟურნალისტია თუ მანეკენი?”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.   წყარო:  ipress.ge

ზურაბიშვილი მმართველი გუნდის წარმომადგენელია, საპრეზიდენტო კანდიდატი ფორმალურად იქნება

“ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია იმ ინფორმაციის ეხმაურება, რომლის მიხედვითაც “ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ დააყენოს და სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი. ბოკერიას განცხადებით, ზურაბიშვილის უპარტიობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” მხარდამჭერი და მმართველი გუნდის წარმომადგენელია. “სალომე ზურაბიშვილი არის მმართველი გუნდის წარმომადგენელი. ეს იცის ყველამ და მან პირველ რიგში. ამიტომ ჩვენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის საკვანძოა, გვქონდეს მაღალი გამოცხადება არჩევნებზე. ამ ქვეყნის მოქალაქეთა დიდი ნაწილი ძალიან უარყოფითად აფასებს ივანიშვილის გუნდის მოღვაწეობას და თუ ეს ხალხი მივალთ არჩევნებზე, გარდაუვალია ჯერ…

საბერძნეთში, სტიქიის ზონაში დაკარგული ორი ქართველიდან ერთი იპოვეს

საბერძნეთში სტიქიის ზონაში, სადაც საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებდნენ, ერთი მათგანი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი ავრცელებს. “ერთი მოქალაქე მოძებნილ იქნა და ის ოჯახთანაა და უსაფრთხოდ არის”, – ამბობს ნანობაშვილი. პირების დაკარგვის შესახებ ოჯახის წევრებმა საელჩოს რამდენიმე საათის წინ ცხელ ხაზზე შეატყობინეს. სტიქიის გამო საქართველოს საელჩოში ცხელი ხაზის ნომერი მოქმედებს: +30 69 9577 9793. ტყის ხანძრების გამო საბერძნეთში ათობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასზე მეტი დაშავდა. მაღალი ტემპერატურის გამო ხანძრები რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ათენიდან ათიოდე კილომეტრში, საკურორტო ზონებში გაჩნდა, რის გამოც მოსახლეობამ ევაკუაცია დაიწყო. ცეცხლისგან თავდასაცავად ისინი ზღვაში შედიან. ქვეყნის…