პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია აბსურდს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას გეგმავს
6 საათის წინ

ირაკლი კირცხალია აბსურდს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას გეგმავს

ასეთი რაღაც დღის წესრიგში არ დგას. მსგავსი აბსურდი და ილუზია საიდან მოსდით? – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კირცხალია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას გეგმავს.

„როცა საქართველოში მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს, დააკვირდით, რუსეთის მხრიდან რა ხდება? რუსეთის მაღალჩინოსნების მხრიდან ან განცხადება კეთდება, ან რაღაცის დაანონსება. ეს ვის წისქვილზე ასხამს წყალს? ყოველთვის ასეთი თემების წამოწევა რატომ ხდება და ამ უსამშობლოების დასახმარებლად მაშველ რგოლებს რატომ ისვრიან? რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, რუსეთი ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია და რა ხაზით უნდა მოვიდეს? რუსეთთან საუბარი იქნება მხოლოდ დეოკუპაციაზე და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე მხოლოდ სამშვიდობო გზით“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დღეს განაცხადეს, რომ მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას და სამხედრო აღლუმზე დასწრებას აპირებს.

ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები