მთავრობის ადმინისტრაციასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები არიან შეკრებილი.
პროფესორებმა კანცელარიაში მიმართვა შეიტანეს, რომლითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა მოითხოვეს.
მათი თქმით, პრემიერთან შეხვედრისას შეეცდებიან დაარწმუნონ, რომ განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული რეფორმა და უნივერსიტეტში სხვადასხვა მიმართულების პროგრამების გაუქმება არასწორია და რეფორმა უნდა შეჩერდეს.
პრემიერ-მინისტრის სახელზე დაწერილ მიმართვას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 224 ლექტორი აწერს ხელს.
პროფესორების თქმით, მათ აქვთ მოლოდინი, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება.