პოლიტიკა

კაია კალასი - ზომები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს, ყველა წესსა და პრინციპს ეწინააღმდეგება, რომელსაც ევროკავშირში ვაფასებთ
9 წუთის წინ

კაია კალასი - ზომები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს, ყველა წესსა და პრინციპს ეწინააღმდეგება, რომელსაც ევროკავშირში ვაფასებთ

ზომები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს, ყველა იმ წესსა და პრინციპს ეწინააღმდეგება, რომელსაც ევროკავშირში ვაფასებთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის, ლუკა ხაჩიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

შეკითხვაზე, “პოლიტიკური რეპრესიების, პოლიტიკური პატიმრების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ არსებული რეპრესიების ფონზე კვლავ განიხილავს თუ არა ევროკავშირი საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას”, კაია კალასმა უპასუხა, რომ „შეხვედრაზე აღნიშნული საკითხები წევრმა სახელმწიფოებმა წამოაყენეს“.

„სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ჟურნალისტებისთვის სივრცე მართლაც ვიწროვდება. ზომები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს, ყველა იმ წესსა და პრინციპს ეწინააღმდეგება, რომელსაც ევროკავშირში ვაფასებთ. რაც შეეხება შეკითხვას საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ, რომ ის ევროკავშირის წევრი გახდეს, მსგავსი ზომებით შეუძლებელი იქნება ასე ჩაითვალოს. ეს სრულიად საპირისპიროა იმ ყველაფრისგან, რასაც ევროპა წარმოადგენს“, - განაცხადა კალასმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები