“გონს მოეგეთ… ამის გულისთვის სისხლს დავღვრი”- ზაზა სარალიძე “ქართულ ოცნებას” მიმართავს (ვიდეო)

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათუნა სარალიძის მამა აქციებს აანონსებს და მმართველ გუნდს მიმართავს გონს მოეგონ და რეალურ მკვლელებს ხელს ნუ აფარებენ. მისი თქმით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას ცდილობენ. “10 სექტემბრამდე, არ მოხვალთ ჭკუაზე? სხვა ხელისუფლება გააგრძელებს ამ საქმის გამოძიებას. ჩემს მოკლულ შვილს არ აინტერესებს თქვენი პოლიტიკა. აწი ხალხმა ზუსტად ის თქვას რაც უნდა, რომ ზაზა სარალიაძემ პოლიტიკური განცხადებები დაიწყო. ამის გულისთვის სისხლს დავღვრი და არ გაპატიებთ.” განაცხადა სარალიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “დღის ამბებში” ლევან ჩხაიძის დღის ამბები 👉 ხორავას ქუჩის საქმე➡ ზაზა სარალიძე დღის ამბებში Posted…

სალომე ზურაბიშვილი – რთული წარმოსადგენია, “ქართულმა ოცნებამ” ჩემ გარდა სხვა რომელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი

როგორც მე ვერ წარმომიდგენია “ქართული ოცნების” გარდა სხვა პარტიამ დამიჭიროს მხარი, ისე რთული წარმოსადგენია ჩემ გარდა, სხვა რომელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი “ქართულმა ოცნებამ,” – ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, არც ერთი სხვა პარტიის მხარდაჭერა მისთვის პოლიტიკურად მისაღები არ იქნება. „აბსოლუტურად გასაგებია “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე დისკუსია – პარტიისთვის ისედაც რთული გადაწყვეტილებაა, უარი თქვას საკუთარ კანდიდატზე და სხვა, არაპარტიულ პირზე გადაანაწილოს ამომრჩევლის მხარდაჭერა, თანაც ხომ უნდა გაირკვეს, ვინ დარეგისტრირდება საპრეზიდენტო კანდიდატად, ხომ შეიძლება, ჩემი რეგისტრაცია ცესკოში შეფერხდეს? თეორიულად ხომ შეიძლება დავუშვათ ეს. ამიტომ აბსოლუტურად…