პოლიტიკა

ვის ემსახურება საქართველოს პარლამენტი - ხალხს თუ "ქართულ ოცნებას"?

ვის ემსახურება საქართველოს პარლამენტი - ხალხს თუ "ქართულ ოცნებას"?

🔴 GEO/ENG: ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთმა" საქართველოს პარლამენტს არაერთხელ - მიმართა (14 აპრილს, 25 მაისსა და 4 ივნისს). წერილები გაეგზავნა პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტების ხელმძღვანელებსა და პარლამენტის წევრებს.

ვითხოვდით, პარლამენტი დაინტერესებულიყო "თრიალეთის" მიმართ შერჩევითი და დისკრიმინაციული მოპყრობის, თანასწორობის პრინციპის დარღვევის, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლისა და სახელმწიფო უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის საკითხებით.

❎ პასუხი არ მიგვიღია.

არც პარლამენტის თავმჯდომარისგან. 

არც კომიტეტებისგან.

არც პარლამენტის წევრებისგან.

არც პასუხი. არც დაინტერესება. არც რეაგირება.

ეს მხოლოდ ერთი ტელეკომპანიის პრობლემა არ არის. საქმე ეხება მედიის თავისუფლებას, კანონის უზენაესობას, თანასწორობასა და ხელისუფლების დემოკრატიულ კონტროლს.

საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლია.

⁉️ როდესაც პარლამენტი შესაძლო უკანონობაზე, შერჩევით მოპყრობასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დუმს, ჩნდება მთავარი კითხვა:

ვის ემსახურება საქართველოს პარლამენტი - ხალხს თუ მმართველ პარტიას?

განსაკუთრებით სამწუხაროა საპარლამენტო ოპოზიციის დუმილიც. 

თუ პარლამენტი ხელისუფლებას არ აკონტროლებს და შესაძლო უკანონობაზე დუმს - მაშინ ვინ აკონტროლებს ხელისუფლებას?

🔴 ENG: Who Does the Parliament of Georgia Serve - the People or “Georgian Dream”?

🔺 TV and Radio Company “Trialeti” has repeatedly appealed to the Parliament of Georgia (on April 14, May 25, and June 4). Letters were sent to the Speaker of Parliament, committee chairs, and Members of Parliament.

We asked Parliament to look into the issues of selective and discriminatory treatment of “Trialeti,” violation of the principle of equality, pressure on independent media, and the failure of state institutions to provide public information.

❎ We received no response.

Not from the Speaker of Parliament.

Not from the committees.

Not from Members of Parliament.

No response. No interest. No action.

This is not merely the problem of one television company. It concerns media freedom, the rule of law, equality, and democratic oversight of the government.

In a parliamentary republic, one of Parliament’s most important functions is precisely to exercise oversight over the executive branch.

When Parliament remains silent about possible unlawful actions, selective treatment, and issues related to media freedom, the central question arises:

Who does the Parliament of Georgia serve - the people or the ruling party?

Particularly regrettable is the silence of the parliamentary opposition.

If Parliament does not exercise oversight over the government and remains silent about possible unlawful actions - then who holds the government accountable?

რეგიონი

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები