გორის მაგისტრალზე დაღუპული მძღოლი საქართველოს რაგბის ნაკრების წევრის მამაა

გორის მაგისტრალზე დაღუპული მძღოლი საქართველოს რაგბის ნაკრების წევრის გურამ გოგიჩაშვილის მამაა. ის სოფელ ოსიაურში ცხოვრობდა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათთვის უცნობია, რამ გამოიწვია ავარია. ცეცხლი ბენზინმზიდს გამთენიისას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ის გზიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. შემთხვევას სატვირთოს მძღოლი ემსხვერპლა. ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. მომხდარის გამო გადაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალი, ავტომობილები შემოვლითი გზით გადაადგილდებოდნენ. ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება. imedinews.ge

იხილე