მაშველები ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებიან (ფოტოამბავი)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან თბილისში, უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილ დატბორვის ფაქტებზე 90-მდე შეტყობინება შემოვიდა. მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებმა ყველა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და შესაბამისი დახმარება გაუწიეს მოსახლეობას. შეტყობინებების უმეტესობა, ძირითადად, დიღმის მასივის, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან დაფიქსირდა. ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების ეზოები, სადარბაზოები, სარდაფები და პირველი სართულები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ამ დროისთვის, თბილისის ყველა უბანში ვითარება სტაბილურია.

იხილე

ძლიერმა სეტყვამ გორი და კასპი დააზარალა

ფოტო შერჩეულია ტემატურად:   გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო. ადგილობრივების თქმით, მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია. სეტყვამ, რომელიც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, ერთწლიანი კულტურები, ხეხილი და ვაზი დააზიანა.   primetime.ge

იხილე