ქიბარ ხალვაში – რ2-ის დირექტორად პაატა სალიას ვნიშნავ

„დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ და რომ ეს კომპანია მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ წამართვეს. დღეს სტრასბურგის სასამართლომ  გააუქმა მის მიერვე დაწესებული დროებითი შეზღუდვა. ახლა უკვე საბოლოოდ მოხსნილია უკანასკნელი ბარიერი, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტთ დროებით ღონისძიების როგორც დაწესების, ისე გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ საჩივრდება და აქვე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ გარემოებას, რომ  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ტოვებს არანაირი განსხვავებული ინტერპრეტეაციის სივრცეს და ცალსახად ადასტურებს, რომ ეს გამარჯვება სამართლიან და კონკურენტულ ბრძოლაში მოვიპოვე და რომ საქართველოში მართლსაჯულების განხორციელების პროცესში არ დარღვეულა…

იხილე

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში – დიცში, ქორდსა და არბოში იმყოფებოდნენ. სოფლებში ინტენსიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, კერძოდ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 7 კილომეტრიან საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება, რაც გულისხმობს მოასფალტების სამუშაოებსა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მიმდინარეობს სასმელი სწყლის ქსელის მოწყობა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კი იგეგმება გარე განათების მოწყობა, ხოლო სოფელ არბოში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, აქტიურად მიმდინარეობს ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმის კაპიტალური რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მოეწყობა მუზეუმის ეზო…

იხილე