თერჯოლაში 17 წლის ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო

primetime ის ინფორმაციით თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოდოგანში 17 წლის ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა გუშინ, შუადღისას მოხდა. „პრაიმტაიმის” იმერეთის კორესპონდენტის ინფორმაციით, ბიჭი სახლში ბაბუასთან ერთად იმყოფებოდა და ის სახლში დაბრუნებულმა დედამ, ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. გარდაცვლილი მე-12 კლასის მოსწავლეა. ოჯახისთვის თვითმკვლელობის მოტივი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.   წყარო: primetime.ge

იხილე