ხელისუფლების მხრიდან ერთწლიანი ფინანსური ზეწოლისა და შედეგად შექმნილი უმძიმესი ფინანსური მდგომარეობის გამო, ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" იძულებულია, დროებით გადავიდეს საგანგებო, შემცირებულ სამუშაო რეჟიმზე.
ეს გადაწყვეტილება მიღებულია მხოლოდ ერთი მიზნით - შევინარჩუნოთ "თრიალეთი", არ შევწყვიტოთ მაუწყებლობა და უახლოეს მომავალში სრულფასოვანი მუშაობის აღდგენა შევძლოთ.
"თრიალეთი" მაუწყებლობას არ წყვეტს. ვაგრძელებთ მუშაობას იმ მინიმალური რესურსით, რომელიც ამ ეტაპზე გაგვაჩნია. თუმცა, არსებული ვითარების გამო, დროებით გვიწევს პროგრამული ბადის შემცირება, რათა თავიდან ავიცილოთ მაუწყებლობის სრულად შეწყვეტა.
გვჯერა, რომ არსებული მდგომარეობა შეიცვლება და, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, სრულფასოვან მაუწყებლობას დაუყოვნებლივ აღვადგენთ.
გულწრფელ მადლობას ვუხდით თითოეულ მაყურებელს, მსმენელს, მკითხველს, პარტნიორსა და მხარდამჭერს, რომლებიც ამ მძიმე პერიოდში ჩვენს გვერდით დგანან და "თრიალეთის" არსებობას მხარს უჭერენ.
ეს არ არის ჩვენი არჩევანი - ეს არის იძულებითი გადაწყვეტილება, რომელიც ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" გადასარჩენად მივიღეთ.