გომის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა

გომის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა. ახლადრეაბილიტირებული #13 სააღმზრდელო დაწესებულება ოფიციალურად მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მერის მოადგილეებმა: ზვიად ქურდაძემ, ზურაბ როსებაშვილმა და სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელმა თათია ბროლიძემ გახსნეს. წლების განმავლობაში შენობის მხოლოდ ნაწილი იყო გარემონტებული და ერთი სააღმზრდელო ჯგუფი ფუნქციონირებდა, ამჯერად კი შესაძლებელი გახდა ჯგუფების დამატება. სააღმზრდელო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა და ჯამში 35 281 ლარი დაიხარჯა.

იხილე

ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში ბაბუამ შვილიშვილი ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჭრილობები კი ბასრი საგნით არის მიყენებული. შსს-ს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისათვის სამართალდამცავებმა ბაბუა დააკავეს. დაჭრილი ამ დრომდე ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება. primetime.ge

იხილე