პოლიტიკა

გიგა ფარულავა - პარტიები, რომლებიც ჯერ გაერთიანდნენ, მერე გაიყვნენ და დღეს ისევ ერთიანობაზე საუბრობენ, „ოცნების“ ხელისუფლებას და პროპაგანდას უკეთებენ საჩუქარს - ჩვენ არანაირი საერთო არ გვაქვს ამ პარტიებთან
4 წუთის წინ

გიგა ფარულავა - პარტიები, რომლებიც ჯერ გაერთიანდნენ, მერე გაიყვნენ და დღეს ისევ ერთიანობაზე საუბრობენ, „ოცნების“ ხელისუფლებას და პროპაგანდას უკეთებენ საჩუქარს - ჩვენ არანაირი საერთო არ გვაქვს ამ პარტიებთან

„ნაცებთან“, „ახლებთან“ თუ „ნაციონალური მოძრაობის” სხვა განაყოფებთან არავითარ გაერთიანებას არც განვიხილავდით და არც მომავალში განვიხილავთ, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან, ოპოზიციის ნაწილის შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით,“ ეს კონკრეტული პარტიები, რომლებიც ხან გაერთიანდნენ, მერე გაიყვნენ და დღეს ისევ ერთიანობაზე საუბრობენ, ხშირ შემთხვევაში “ოცნების” ხელისუფლებას და პროპაგანდას უკეთებენ საჩუქარს.”

“ნაცებთან”, “ახლებთან” თუ “ნაციონალური მოძრაობის” სხვა განაყოფებთან არავითარ გაერთიანებას არც განვიხილავდით და არც მომავალში განვიხილავთ. ვიდრე თავიანთ გეგმებს წარუდგენენ საზოგადოებას, გვარამიამ და მისმა პარტიამ უნდა აუხსნან, 2024 წლის არჩევნების დროს, როგორ მიიღეს ათეულობით მილიონი საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის. ასევე, საზოგადოებას უნდა აუხსნან, რატომ მოხდა თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ამ კონკრეტულმა ბოიკოტმა დააზიანა ჩვენი მოქალაქეების ინტერესები თვითმმართველობის არჩევნებზე. ასევე, აუხსნან როგორ და რატომ გააკეთეს 4 ოქტომბრის რევოლუციური სცენარის პროვოკაცია, როდესაც ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანეს, თითქოს მათ რევოლუციური სცენარებით ხელისუფლების შეცვლა შეეძლოთ. ამით კიდევ ერთხელ დააზიანეს ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესები. ერთობლიობაში ეს კონკრეტული პარტიები, რომლებიც ხან გაერთიანდნენ, მერე გაიყვნენ და დღეს ისევ ერთიანობაზე საუბრობენ, ხშირ შემთხვევაში “ოცნების” ხელისუფლებას და პროპაგანდას უკეთებენ საჩუქარს. ხაზგასმით ვამბობთ, რომ ჩვენ არანაირი საერთო არ გვაქვს ამ კონკრეტულ პარტიებთან: 4 ოქტომბრის სცენარის შემოქმედებთან, “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის განაყოფებთან”, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები