რუსეთმა საქართველოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters -ი გემების თრექინგის მონაცემებსა და ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თრექინგის მონაცემებისა და წყაროს თანახმად, 6 ოქტომბერს ტანკერმა “კაისერი” რუსეთის ნოვოროსიისკის შავი ზღვის პორტიდან რუსული “ციმბირული მსუბუქი” კლასის ნავთობის 105 340 ტონა ყულევის ნავთობტერმინალში მიიტანა.
კომპანია “რუსნეფტში” გამოცემას კომენტარისთვის არ უპასუხეს.