ვინ არის 12 წლის ბავშვი, რომელიც დღეს ხანძარს ემსხვერპლა – შემზარავი ტრაგედია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი მოზარდი, თბილისის ერთ- ერთი სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეა. როგორც ოჯახის ახლობლებმა „პრაიმტაიმს“ განუცხდეს, ბავშვი სოფელ გრემში ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა. 12 წლის ს.გ. სწორედ ბებიის სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდს ეძინა და ხანძრის დროს სახლიდან გასვლა ვეღარ მოასწრო. მოზარდის დედა, დეიდა და 6 წლის ასაკის და, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან. ორ მათგანს, თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კიდექსის 188- ე მუხლით დაიწყო. primetime.ge

იხილე