პოლიტიკა

🔴 ღია წერილი საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს.

🔴 ღია წერილი საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს.

ბატონო ლევან,

მივიღეთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პასუხი ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" განცხადებაზე, რომლითაც ვითხოვდით თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩვენი საქმის განხილვისას გამოვლენილი გარემოებების შესწავლასა და სამართლებრივ შეფასებას - დაირღვა თუ არა "თრიალეთის" სამართლიანი სასამართლოსა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება.
თქვენი აპარატის პასუხში დადასტურებულია ჩვენ მიერ მითითებული უმნიშვნელოვანესი ფაქტი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ "თრიალეთის" კერძო საჩივარზე განჩინება 2026 წლის 14 მაისს მიიღო, თუმცა კომპანიას იგი მხოლოდ 21 ივლისს ჩაბარდა.
ამასთან, თქვენს წერილში აღნიშნულია, რომ სასამართლოებში როგორც საქმეთა განხილვის, ისე გადაწყვეტილებების მხარეებისთვის ჩაბარების გაჭიანურება სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს, ხოლო გადაწყვეტილებების მომზადებისა და მხარეებისთვის ჩაბარების დაყოვნება კვლავ "კრიტიკულ გამოწვევად" რჩება.
თქვენ ასევე მიუთითებთ, რომ მოსამართლის მიერ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევა დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს.
მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა ჩვენი განცხადების მთავარი საკითხი - დაირღვა თუ არა კონკრეტულად "თრიალეთის" სამართლიანი სასამართლოსა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება - სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა და №7874/26 განცხადებაზე წარმოება დაასრულა.
სწორედ ეს გადაწყვეტილება გვიჩენს მთავარ კითხვას: რატომ დარჩა პასუხის გარეშე ის საკითხი, რომლის გამოც სახალხო დამცველს მივმართეთ?
ბატონო ლევან,
ჩვენ არ მოგმართავდით იმის დასადგენად, არსებობს თუ არა საქართველოს სასამართლოებში საქმეთა გაჭიანურების ზოგადი ან სისტემური პრობლემა. ჩვენ გთხოვდით კონკრეტულად "თრიალეთის" საქმეში მომხდარის შესწავლასა და სამართლებრივ შეფასებას.
საქმე მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ 14 მაისს მიღებული განჩინება კომპანიას 21 ივლისს ჩაბარდა.
ამ ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ ვუკავშირდებოდით სასამართლოს და გვპასუხობდნენ, რომ საქმე ჯერ კიდევ განხილვის პროცესში იყო ან გადაწყვეტილება მალე იქნებოდა, მაშინ როდესაც გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო.
შედეგად, "თრიალეთს" ამ პერიოდის განმავლობაში შეეზღუდა შესაძლებლობა, დროულად სცოდნოდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და, შესაბამისად, დროულად გამოეყენებინა შემდგომი სამართლებრივი დაცვის მექანიზმები.
სწორედ ამიტომ მივუთითებდით ჩვენს განცხადებაში, რომ ასეთ ვითარებაში გადაწყვეტილების ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მხარისთვის შეუტყობინებლობა ვერ შეფასდებოდა მხოლოდ ჩვეულებრივ პროცედურულ შეფერხებად.
ამიტომ ჩვენი განცხადების მთავარი კითხვა იყო და კვლავ რჩება:
დაირღვა თუ არა ამ ქმედებებით ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" სამართლიანი სასამართლოსა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება?
სამწუხაროდ, თქვენგან მიღებულ წერილში ამ კითხვაზე პასუხი ვერ ვიპოვეთ.
თქვენი აპარატი ასევე მიუთითებს, რომ მოსამართლის შესაძლო დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე მივმართეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატომ უნდა გამორიცხავდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დისციპლინური საჩივრის არსებობა სახალხო დამცველის მიერ ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის შეფასებას.
ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული საკითხია:
ერთია - ჩაიდინა თუ არა მოსამართლემ დისციპლინური გადაცდომა და უნდა დაეკისროს თუ არა მას დისციპლინური პასუხისმგებლობა.
მეორეა - დაირღვა თუ არა სასამართლოს მოქმედებით კონკრეტული პირის ან კომპანიის სამართლიანი სასამართლოსა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება.
პირველი საკითხის შეფასება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციაა.
ჩვენ კი სახალხო დამცველს სწორედ მეორე საკითხის შეფასებისთვის მივმართეთ.
მით უფრო, თავად თქვენი პასუხი ადასტურებს, რომ გადაწყვეტილებების მხარეებისთვის ჩაბარების გაჭიანურება ქვეყანაში სისტემური და კრიტიკული პრობლემაა.
თუ პრობლემა სისტემურია, ეს კიდევ უფრო ზრდის კონკრეტულ შემთხვევებში ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის შესწავლისა და სამართლებრივი შეფასების მნიშვნელობას და არა პირიქით.
ამიტომ კიდევ ერთხელ, უკვე საჯაროდ, მოგმართავთ:
გთხოვთ, ნუ დატოვებთ "თრიალეთის" განცხადებას მთავარი კითხვის პასუხის გარეშე.
გთხოვთ, განმარტოთ:
➡️ რატომ არ შეაფასა სახალხო დამცველის აპარატმა, დაირღვა თუ არა კონკრეტულად "თრიალეთის" სამართლიანი სასამართლოსა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება?
➡️ რატომ არ შეფასდა ჩვენს განცხადებაში დასმული საკითხი საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში, როგორც ამას პირდაპირ ვითხოვდით?
➡️ რა სამართლებრივი საფუძვლით მიიჩნია აპარატმა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლის შესაძლო დისციპლინურ გადაცდომაზე მიმართვა გამორიცხავს სახალხო დამცველის მიერ ჩვენი უფლებების შესაძლო დარღვევის შეფასებას?
და, რაც მთავარია:
➡️ გთხოვთ, განაახლოთ ჩვენი განცხადების განხილვა და მოგვცეთ სამართლებრივი შეფასება იმ კონკრეტულ საკითხზე, რომლის გამოც მოგმართეთ - დაირღვა თუ არა "თრიალეთის" სამართლიანი სასამართლოსა და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება.
ჩვენ ვითხოვთ სამართლიან სასამართლოს, ეფექტიან სამართლებრივ დაცვას და სახელმწიფო ინსტიტუტებისგან მკაფიო და დასაბუთებულ პასუხს ჩვენი უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ.
ეს საკითხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთისთვის". იგი ეხება მართლმსაჯულების გამჭვირვალობას, სასამართლოს ანგარიშვალდებულებას და საზოგადოების ნდობას იმ ინსტიტუტების მიმართ, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა ადამიანის უფლებების დაცვაა.
როდესაც მოქალაქე ან ორგანიზაცია სახალხო დამცველს კონკრეტული უფლების შესაძლო დარღვევის შესაფასებლად მიმართავს, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს მკაფიო პასუხი მთავარ კითხვაზე - დაირღვა თუ არა მისი უფლება.
იმედი გვაქვს, საქართველოს სახალხო დამცველი ამ კითხვებს უპასუხოდ არ დატოვებს და "თრიალეთის" განცხადებაში დასმულ მთავარ საკითხს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს.
პატივისცემით,
ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი"

რეგიონი

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები