პოლიტიკა

ჩემი დანაშაული, რასაც მედავებიან, არის ის, რომ უცხოელებს ველაპარაკები და მეორე დანაშაული არის ის, რომ ხალხს ვეუბნები, პროტესტისთვის ქუჩაში რაც შეიძლება ბევრნი უნდა გამოვიდნენ, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
20 წუთის წინ

ჩემი დანაშაული, რასაც მედავებიან, არის ის, რომ უცხოელებს ველაპარაკები და მეორე დანაშაული არის ის, რომ ხალხს ვეუბნები, პროტესტისთვის ქუჩაში რაც შეიძლება ბევრნი უნდა გამოვიდნენ, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ჯერ არ იცის, გადაიხდის თუ არა სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ გირაოს, რომელიც 30 ათასი ლარია.

“გირაოზე ჯერ არ მაქვს პოზიცია, რაღაცები მაქვს მოსაფიქრებელი. გირაოს გარდა, პასპორტს და პირადობას მართმევენ, ვითომ ქვეყნიდან არ გავიქცე.

ეს ყველაფერი ერთადერთს, რასაც შემიძლია დავუკავშირო, არის დღევანდელი ბრიფინგი, რომელიც ეხებოდა შარშან ადამიანების სისტემურ წამებასა და ქიმიური ნივთიერების გამოყენებას, მასალები გადავაგზავნეთ ცხრა საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც შეიძლება საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნას. ერთადერთი ლოგიკა ეს არის იმიტომ, რომ ვერ ვხვდები, პარასკევს დილის 8:00 საათზე გამომიშვეს საპატიმროდან და ამბავი თუ ის იყო, რომ გარეთ ვარ და აღკვეთის ღონისძიება არ არის ჩემს მიმართ, მაშინ პარასკევსვე გააკეთებდნენ, რა პრობლემა იყო? თუ პარასკევს არა, შაბათსაც გააკეთებდნენ, თუ არა და დღეს დილითაც გააკეთებდნენ. 15:00 საათზე იყო ბრიფინგი და ორ საათში დაიწყეს რეკვა, რომ სასამართლო არის აღკვეთის ღონისძიებაზეო. ერთადერთი, რასაც შემიძლია დავუკავშირო, ეგ [ბრიფინგი] არის, სხვა უბრალოდ თავში არაფერი არ მომდის.

მაღალი ალბათობით, ეგ არის თემა, რომელიც ძალიან აწუხებთ იმიტომ, რომ ძალიან მაღალი ალბათობით, დანაშაული აქვთ ჩადენილი და, შესაბამისად, მაგ თემასთან შეხება მათთვის არის სერიოზული პრობლემა. ჩემი აზრით, მაგას აჩვენებს ეგ ყველაფერი.

პროკურორს, რომელიც ლაპარაკობდა, ეტყობოდა, რომ ძალიან მოუმზადებელი იყო. აღკვეთ ღონისძიებაზე რაც ილაპარაკა, ჩემი აზრით, სრული ბოდვა იყო - ეს აღმკვეთი ღონისძიება იმიტომ უნდა დავაკისროთო, რომ შესაძლოა ხელახლა ჩაიდინოს დანაშაულიო. ჩემი დანაშაული, რასაც მედავებიან, არის ის, რომ უცხოელებს ველაპარაკები და მეორე დანაშაული არის ის, რომ ხალხს ვეუბნები, პროტესტისთვის ქუჩაში რაც შეიძლება ბევრნი უნდა გამოვიდნენ. იქაც ორჯერ გავუმეორე, რომ მაგას ახლაც ვაკეთებ და ვაპირებ, რომ გავაგრძელო და გირაო მექნება თუ არ მექნება, მაგით როგორ მაჩერებთ - მეთქი?! მაგაზე პასუხი არ ჰქონდა, ისევ იმაზე ილაპარაკა, რომ მე ვარ ცუდი კაცი”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. ასევე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს დამატებით საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ახალი ბრალი წაუყენა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინა, რაც "საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას" გულისხმობს.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები