გორში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია

სამედიცინო დაწესებულებაში სავარაუდოდ ცივი იარაღით დაჭრილი მამაკაცი დაახლოებით ერთი საათის წინ მიიყვანეს. ექიმების განმარტებით 30 წლამდე მამაკაცს დაზიანებები ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. მათივე ინფორმაციით კლინიკაში შეყვანისთანავე დაჭრილს ჩაუიტარდა ოპერაცია და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილუირია. როგორც ჟურნალისტებს ექიმმა ასლან ასლანიშვილმა განუცხადა მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდა. ჯერჯერობით უცნობია რა ვითარებაში მიიღო მამაკაცმა დაზიანებები. შსს-ს ცნობით მომხდარზე გამოძიება 115-მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილე

ქეთევან ციხელაშვილი – ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ამ რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან იზოლაცია

იხილე