,,კასპის მერის თანამდებობა მაჟორიტარ დეპუტატთან დაპირისპირებას შეეწირა”

კასპის მუნიციპალიტეტის მერის მანუჩარ მერებაშვილის თანამდებობიდან ვადაზე ადრე წასვლას გამოხმაურებები მოყვა. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ნუგზარ ნონიაშვილი ამბობს, რომ მანუჩარ მერებაშვილის თანამდებობა პარლამენტში კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი მეზურნიშვილთან დაპირისპირებას შეეწირა. ​,,მეზურნიშვილის კლანში ვერ ხვდებოდა მანუჩარი, და ის არ არ ასრულებდა სუს-ის დავალებებს. წინ არჩევნები გვაქვს და შესაბამისად სჭირდებათ მათ ისეთი მონა მერი, რომელიც ყველა დავალებას უპირობოდ შეასრულებს და ამ ყველაფერს შეეწირა მანუჩარი და ამიტომ დატოვა თანამდებობა” – ამბობს ნონიაშვილი. ოპოზიციის წარმომადგენელის გაკეთებულ განცხადებას არ ადასტურებს კასპის ყოფილი მერი მანუჩარ მერებაშვილი, რომელიც ამბობს, რომ თანამდებობიდან პირადი განცხადებით წავიდა…

იხილე

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. როგორც საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge წერია, საქართველოში ახალი კორონავირუსის 15 შემთხვევა ფიქსირდება.  კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 51. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

იხილე