პოლიტიკა

ვიკა ფილფანი 28 ნოემბრის აქციაზე - ჩვენ არ ვიქნებით არსად, სადაც იქნება „ნაცმოძრაობა“
52 წუთის წინ

ვიკა ფილფანი 28 ნოემბრის აქციაზე - ჩვენ არ ვიქნებით არსად, სადაც იქნება „ნაცმოძრაობა“

ჩვენ არ ვიქნებით არსად, სადაც იქნება „ნაცმოძრაობა“, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ვიკა ფილფანმა 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ხალხის გულწრფელი პროტესტი მიწასთან გაასწორეს და 4 ოქტომბრის პროვოკაციის სახით გვირგვინი დაადგეს.

„ზუსტად 1 წლის წინ, ეს აქციები დაიწყო გულწრფელი ხალხის გულწრფელი გაბრაზებით, რომელიც სამწუხაროდ, გადაიზარდა გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან ძალიან დამაზიანებელ ქმედებაში და გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ამ ადამიანების გულწრფელი პროტესტი მიწასთან გაასწორეს და გვირგვინი დაადგეს 4 ოქტომბრის პროვოკაციის სახით. ამიტომ, ჩვენ არ ვიქნებით არსად, სადაც იქნება „ნაცმოძრაობა,“ - განაცხადა ფილფანმა.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები