70 წელს ზემოთ მოქალაქეებს საქართველოში გარეთ გასვლა ეკრძალებათ

70 წელს ზემოთ ასაკის მქონე მაქალაქეებს საქართველოში გარეთ გასვლა ეკრძალებათ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა.   „აკრძალულია 70 წელზე ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ, რომ მათ დაეხმაროს“,- განაცხადა გახარიამ.  

იხილე

საქართველოში კომენდანტის საათი ამოქმედდება

21 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება იკრზალება დილის ექვს საათამდე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.   „საგანგებო მდგომარეობის ვადით, ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი, იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის ექვს საათამდე.   კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ფაქტობრივად ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის მასშტაბით 21 საათიდან, დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ საკომენდანტო საათი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილე