9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა

  1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აქციებმა თბილისში პიკს 4 აპრილს მიაღწია. ამ დღეს მოეწყო ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია, მთავრობის სახლის წინ კი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა და აქციის სხვა მონაწილეებმა შიმშილობა დაიწყეს. 1989 წლის 7 აპრილს თბილისში შევიდა საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, აგრეთვე, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან. 9 აპრილს, 11 საათზე კომენდანტის საათი თბილისში გამოცხადდა, მაგრამ ცნობა მოსახლეობას ტელევიზიით კომენდატის საათის ამოქმედების შესახებ მხოლოდ 22 საათსა და 15…

იხილე