გორში ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგება

გორში ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ შ.პ.ს „ბუქო777“-ის დირექტორმა ზურაბ ჭეჭელაშვილმა ,,თრიალეთთან,, საუბრისას განაცხადა, ჭეჭელაშვილის განცხადებით ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადის ქონა, საქარე მინების ღიად დატოვება. ასევე აკრძალული იქნება მგზავრის ფეხზე დგომა. ზურაბ ჭეჭელაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაციები რაც აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროს.   შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აიკრძალა.

იხილე