გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

„კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა შორის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში მცხოვრები ქალია. კორონავირუსი მას ორი დღის წინ დაუდასტურდა. ინფიცირებული 30 წლამდე ქალია და ის ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს, გორის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა გიუნაშვილი. ინფიცირებული ქალი გორის ჰოსპიტალის მედდის ნათესავია, რომელსაც ვირუსი 29 აპრილს დაუდასტურდა.

იხილე