“დედამისი ამბობდა, იარაღი არასოდეს გაუსვრია ჩემს შვილს და გამოყენებაც არ იცისო… მეუღლეს უნახავს დაჭრილი”

ამ დრომდე “ჯერარსის” კლინიკაში მძიმე მდგომარეობაშია ადიგენის საზოგადოებრივი ცენტის ხელმძღვანელი ბექა გოგრიჭიანი, იგი ადიგენიდან თბილისში რეანომობილით, 22 ივლისს გადმოიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ეზოში, დილით მეუღლემ დაჭრილი იპოვა, მას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა ახლობლები თვითმკვლელობის მცდელობას გამორიცხავენ და ვარაუდობენ, რომ ბექას თოფი გაუვარდა.   ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ,  დილით ბექამ იარაღი მელიების მოსაკლავად გაიტანა სახლიდან და ამ დროს მოხდა უბედური შემთხვევა.   “საშინელი ამბავია, ბექა გამორჩეული ბიჭია, არ ვიცით რა მოხდა. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ბექა დილით საპირფარეშოში გავიდა და მერე უკან შემობრუნდა, მაგრამ…

იხილე