ამის მისაღწევად, ისინი სთავაზობენ გამოყენებას ევროპარლამენტის მიერ 7 ოქტომბერს მიღებული ახალი მექანიზმისა, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ევროკომისიის გადაწყვეტილებით, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, იტყობინება DW.
სანჩეს ამორი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ოპოზიციის დევნის საპასუხოდ უვიზო მიმოსვლის გაუქმება მხოლოდ ასამდე მაღალი თანამდებობის პირისთვის, “არაფრისმომცემი კოსმეტიკური ღონისძიება“ იქნება.
“არა, არა, მათ უნდა ეტკინოთ, სხვა შემთხვევაში ეს არ იმუშავებს. ჩვენი სურვილია, მივიტანოთ ეს იდეა ევროპარლამენტიდან ევროკომისიამდე. რადგან მივიღეთ ეს მექანიზმი, ის ეფექტური უნდა იყოს, ამისთვის კი მათი რაოდენობა უნდა იყოს არსებითი”, – თქვა მან.
ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ მისი კოლეგების უმრავლესობა ინიციატივას მხარს დაუჭერდა, რათა ბიძგი მისცეს ქართულ ელიტაში განწყობის ცვლილებას და შეჩერდეს დემოკრატიის უკუსვლა.