პოლიტიკა

პარლამენტის კომიტეტები თბილისის მასშტაბით დაწესებული რიგი ადმინისტრაციული ჯარიმების გაზრდის საკითხს იხილავს
54 წუთის წინ

პარლამენტის კომიტეტები თბილისის მასშტაბით დაწესებული რიგი ადმინისტრაციული ჯარიმების გაზრდის საკითხს იხილავს

პარლამენტის კომიტეტები თბილისის მასშტაბით დაწესებული რიგი ადმინისტრაციული ჯარიმების გაზრდის საკითხს იხილავს.

საუბარია დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთიერებების განთავსებაზე ან რეალიზაციაზე ისეთ ადგილებში, რომლებიც თბილისის საკრებულოს მიერ განსაზღვრული არ არის.

არსებული ჯარიმების გაზრდის ინიციატივა “ქართული ოცნების“ დეპუტატებს ეკუთვნით.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ზემოთაღნიშნულ ქმედებაზე გათვალისწინებული ჯარიმა ფიზიკური პირისათვის 500 ლარიდან 2 500 ლარამდე იზრდება, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ლარიდან - 5 000 ლარამდე. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 1 000 ლარის ნაცვლად, 5 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 15 000 ლარით, ნაცვლად 3 000 ლარისა.

აღნიშნული დარღვევა ჩადენილი “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით, ნაცვლად 1 000 ლარისა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 10 000 ლარით, ნაცვლად 2 000 ლარისა. განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის განკუთვნილი ჯარიმა იქნება 10 000 ლარი, ნაცვლად 2 000 ლარისა, ხოლო იურიდიული პირი 30 000 ლარით დაჯარიმდება, ნაცვლად 6 000 ლარისა.

ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისათვის გათვალისწინებული ჯარიმა ფიზიკური პირისათვის 500 ლარიდან 2 500 ლარამდე იზრდება, ხოლო იურიდიული პირისთვის - 1000 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება. ქმედების განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5 000 ლარით 1 000 ლარის ნაცვლად, ხოლო იურიდიული პირი - 10 000 ლარით, 2 000 ლარის ნაცვლად.

ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირებისას ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ან/და არასათანადოდგადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის 2 500 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2 500 ლარით, ნაცვლად 500 ლარისა, ხოლო იურიდიული პირი - 5 000 ლარით 1 000 ლარის ნაცვლად.

ამტვერებადი მასალის დატვირთვა-გადმოტვირთვის ტერიტორიიდან ან/და სამშენებლო მოედნიდან ძარაგაურეცხავი და საბურავგაურეცხავი ავტოსატრანსპორტო საშუალების თბილისის ტერიტორიაზე გადაადგილება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 500 ლარისა, იურიდიული პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით - ნაცვლად 1 000 ლარისა. განმეორების შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5 000 ლარით, 1000 ლარის ნაცვლად, ხოლო იურიდიული პირი - 10 000 ლარით 2 000 ლარის ნაცვლად.

ადმინისტრაციული ჯარიმა ასევე იზრდება თბილისში, გზის სავალ ნაწილზე ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრის შემთხვევებზე. ასეთ დროს ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ნაცვლად, 2 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი 5 000 ლარით - ნაცვლად 1000 ლარისა. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, 1 000 ლარის ნაცვლად, იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, 2000 ლარის ნაცვლად.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები