პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე - თუ შევხედავთ, რა ხდება სომხეთში, ნახავთ, რომ ფუნქცია, რაც საქართველოს ჰქონდა, ყოფილიყო რეგიონის ლიდერი, აღარ არსებობს - ივანიშვილის დანაშაულის და „ანტი ქართული ოცნების“ გამო კარგავს საქართველო ამ ფუნქციას.  დღეს ივანიშვილმა და „ანტი ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს დააკარგვინა გრძელვადიანი მშვიდობის, განვითარების, პროგრესისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ფუნქცია. ქართველ ხალხს დააკარგვინა კეთილდღეობის და გამდიდრების შესაძლებლობა, ევროინტეგრაციის შესაძლებლობა. ეს არის ისტორიული დანაშაული
6 წუთის წინ

ხატია დეკანოიძე - თუ შევხედავთ, რა ხდება სომხეთში, ნახავთ, რომ ფუნქცია, რაც საქართველოს ჰქონდა, ყოფილიყო რეგიონის ლიდერი, აღარ არსებობს - ივანიშვილის დანაშაულის და „ანტი ქართული ოცნების“ გამო კარგავს საქართველო ამ ფუნქციას. დღეს ივანიშვილმა და „ანტი ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს დააკარგვინა გრძელვადიანი მშვიდობის, განვითარების, პროგრესისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ფუნქცია. ქართველ ხალხს დააკარგვინა კეთილდღეობის და გამდიდრების შესაძლებლობა, ევროინტეგრაციის შესაძლებლობა. ეს არის ისტორიული დანაშაული

ხატია დეკანოიძე - თუ შევხედავთ, რა ხდება სომხეთში, ნახავთ, რომ ფუნქცია, რაც საქართველოს ჰქონდა, ყოფილიყო რეგიონის ლიდერი, აღარ არსებობს - ივანიშვილის დანაშაულის და „ანტი ქართული ოცნების“ გამო კარგავს საქართველო ამ ფუნქციას.

დღეს ივანიშვილმა და „ანტი ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს დააკარგვინა გრძელვადიანი მშვიდობის, განვითარების, პროგრესისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ფუნქცია. ქართველ ხალხს დააკარგვინა კეთილდღეობის და გამდიდრების შესაძლებლობა, ევროინტეგრაციის შესაძლებლობა. ეს არის ისტორიული დანაშაული,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მან საზოგადოებას 22 წლის წინ 6 მაისს აჭარის „რუსეთისა და დესპოტის მმართველობისგან გათავისუფლება“ მიულოცა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ დღეს დაიწყო ახალი ფურცელი საქართველოს ისტორიაში, რომელიც გულისხმობდა რეგიონის ლიდერობას.

„გილოცავთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ თარიღს- საქართველოში აჭარის დაბრუნებას. 22 წლის წინ საქართველოს უახლეს ისტორიაში ზუსტად 6 მაისს მოხდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, როდესაც საქართველოს გულში დაბრუნდა აჭარა, გათავისუფლდა რუსული მმართველობისგან, გათავისუფლდა დესპოტის მმართველობისგან და დაიწყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, მის გუნდთან ერთად, მრავალ გულმხურვალე პატრიოტთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი აღმასვლა და დიახ, საქართველომ დაიწყო ახალი ფურცელი, რომელიც გულისხმობდა რეგიონის ლიდერობას, განვითარებას ტექნოლოგიებში, განათლებაში, აღმოსავლეთ ევროპის გაფართოების კონტექსტში, აშშ-ისთან სტრატეგიული პარტნიორობის კონტექსტში, რაც იყო ჩვენი ერის ნამდვილად ისტორიული მისია. ეს იყო დღე, როდესაც ჩვენ სრულიად სხვა სახელმწიფოებრივ განვითარებაზე გადავედით და ჩვენმა გუნდმა შეძლო ნამდვილად საქართველოს მოეპოვებინა რეგიონული ლიდერის ფუნქცია. დღეს ივანიშვილმა და „ანტი ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს დააკარგვინა გრძელვადიანი მშვიდობის, განვითარების, პროგრესისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ფუნქცია. ქართველ ხალხს დააკარგვინა კეთილდღეობის და გამდიდრების შესაძლებლობა, ევროინტეგრაციის შესაძლებლობა. ეს არის ისტორიული დანაშაული და თუ შევხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ სომხეთში და მინდა მათ ვუსურვო ძალიან დიდი წარმატება, ნახავთ რომ ის ფუნქცია, რომელიც საქართველოს ჰქონდა, ყოფილიყო რეგიონის ლიდერი, ჰქონოდა ძალიან ბევრი მდგრადი მშვიდობის პროექტები, ეს ფუნქცია აღარ არსებობს. სომხეთში უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენები არ არის მხოლოდ ევროკავშირის, აშშ-ის ან კანადის პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი მეზობლების მიმართ, ეს არის საინვესტიციო პროექტები, რომელიც ნამდვილად გულისხმობს გრძელვადიან მშვიდობას. ჩვენ ასეთი პროექტები მრავლად გვქონდა, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს პოლიტიკური პატიმარია, იყო უშუალოდ ჩართული ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განვითარებაში, მშენებლობაში და მე თვითონ ძალიან ამაყი ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებდი ამ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაში. ეს უნივერსიტეტი უნდა გამხდარიყო ნამდვილად საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი განათლების, ტექნოლოგიების, ახალი საკომუნიკაციო სისტემების და ახალი განათლების ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა. სომხეთში რაც ხდებოდა, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა, ეს არის ეკონომიკური მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან მშვიდობას. ყველა ადამიანი, რომელიც ჩართული იყო საქართველოს განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპებზე, დღეს ადევნებს თვალყურს თუ როგორ კარგავს ქვეყანა ივანიშვილის დანაშაულის გამო, „ანტი ქართული ოცნების“ გამო ამ ფუნქციას. 400 მილიარდი ინვესტიცია, სამხედრო ტექნოლოგიური თანამშრომლობა საფრანგეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ენერგეტიკული უსაფრთხოების პროექტები, ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი დერეფანი, რომელზეც საუბრობს ახლა ევროკომისია, ევროკავშირი, აშშ და კანადა, უდიდესი ინვესტიციები, რომლებიც არის მშვიდობის, მდგრადი განვითარების და პროგრესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, ამას კარგავს საქართველო“, - განაცხადა დეკანოიძემ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები