როგორია ეპიდვითარება შიდა ქართლში

შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდ ინფიცირების 12 შემთხვევა გამოვლინდა. ორი პაციენტი კი გარდაიცვალა. გამოვლენილი შემთხვევბიდან მხოლოდ 2 პაციენტის ინიცირების წყაროა ცნობილი, დამატებითი კონტაქტების მოძებისათვის კი ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. ამ ფონზე, გორის მუნიციპალიტეტის ოთხი საჯარო სკოლას სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა მოუწია. , ინფიცირების ახალი შემთხვევის დადასტურების გამო სასწავლო პროცესი შეწყდა გორის მე-9 საჯარო სკოლაშიც. კოვი 19-ის შემთხვევები ვლინდება სკოლამელი აღზრდის დაწესებულებებშიც. ვირუისთ ინფიცირება დაუდგინდა გორის მე-18 საბაშო ბაღის აღსაზრდელსაც, რის გამოც, მისი ჯგუფი თვითიზოლაციის რეჟიმზეა გადასული. საერთო ჯამში , შიდა ქართლში კოროანვირუსით ინფიცირების 153 შემთხვევა დასტურდება. 787 პირი კი…

იხილე

პანდემიის გავლენა არჩევნებზე

პანდემია და არჩევნები, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ქვეყანაში შექმნილმა ეპიდსიტუაციამ მოხალოვებულ საპარლამენტო არჩევნებზე? შეიცვლება თუ არა არჩევნების თარიღი და მივლენ თუ არა კენჭის ყრის დღეს საარჩევნო უბნენზე ადამიანები ვირუსის გავრცელებეის შიშით, აღნიშნულ საკითხზე გორში პოლიტიკოსები საუბრობენ. ნინო ბურჯანაძე ერთიანი საქართველოს წევრი ამბობს, რომ გაურკვევლია რა ფორმით მიიღებენ ის ადამინები არჩევნებში მონაწილეობას ვინც თვით იზოლაციაში ან კარანტინში იმყოფება. ნაციონალურ მოძრაობაშ ამბობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს არჩევნების თარიღი რაიმე ფორმით შეცვალოს. ლელო საქართველოსთვის, წევრი პაპუნა კობერიძის თქმით პანდემიის პირობებში შეუძლებელია სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება.

იხილე

პირბადე ღია სივრცეშიც უნდა ვატაროთ?!

ყოველდღიურად ქვეყანაში კოვიდ 19- ის ასეულობით შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსისაგან თავდაცვის მთავარ საშუალებად კი პიბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა რჩება. თუმცა ხშირად, მოქალაქეები პირბადეს, ფორმლურად მხოლოდ იმისათვის ატარებენ, რომ თავიდან წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა აირიდონ. თუმცა მთავარი ის არაა, გვიკეთია თუ არა პირბადე.არამედ მთვარია, მას რამდნად სწოად ვიყენებთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე პირბადის ტარების წესებსა და რეკომენაციებს განმარტავს. მისი თქმით, ნიღბის ტარება სასურველია ღია სივრცეებშიც, მაშინ, როცა დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება.

იხილე