კასპში მერობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის

საპარლამენტო არჩევნების პარარელურად კასპში მერის ასარჩევად შუალედური არჩევნები ჩატარდება, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საკუთრ შანსებს მერობის კანდიდატები აფასებენ. არჩეულ მერს მუნიციპალიტეტში მუშოაბა მხოლოდ ერთიწლით მოუწევს რადგან, მომავალ წელს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. კასპის მუნიციპალიტეტში მერობისთვის კანდიდატი იბრძვის, ევროპული საქართველდან გიორგი გახელაძე, გაერთაინებული ოპოზიციდან ნუგზარ ნონიაშვილი, პატრიოტთა ალიანსიდან ილია კიტრიაშვილი, ლეიბორისტული პარტიიდან ოთარ ქოსაშვილი, ,,ქართული ოცნებიდან კი ვახტანგ მაისურაძე.

იხილე

,,სამართლიანი არჩევნების” მორიგი შუალედური ანგარიში ცნობილია

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.   ორგანიზაციის ინფორმაციით, ანგარიში მოიცავს 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდსა და ცალკეულ მოვლენას, რომლის განვითარებაც 29 სექტემბრამდე დაიწყო და მონიტორინგის დროსაც მიმდინარეობდა, ან მის შესახებ მონიტორინგის ვადებში გახდა ცნობილი.   მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 9 ფაქტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 37 ფაქტი; მედიაზე ზეწოლის 2 ფაქტი; დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 ფაქტი; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 10 ფაქტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების…

იხილე

მართავს თუ არა ეფექტურად ხელისუფლება ეპიდემიას?

ართმევს თუ არა თავს ხელისუფლება ეპიდემიის მეორე ტალღას ეფექტურად, ამჯერად აზრი კასპელებს ვკითხეთ, გამოკითხული ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ მედიკოსები და ხელისუფელბა ყველაფერს აკეთებს ვირუსის გავრცელების პრევენციის მზინით, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ღონისძიებეი რომელიც ტარდება არეფექტურია.

იხილე

კასპი არჩევნების მოლოდინში

კასპი ორი არჩევნების მოლოდინშია, 31 ოქტომბერს მომავალი მთავრობის გარდა თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთიწლით მერსაც აირჩევენ. რა მოლოდინი აქვს მოსახლეობას და რა ცვლილებებს ელიან არჩევნების შემდეგ შემთხვევითი პრინციპით ,,თრიალეთმა,, მოქლაქეები გამოკითა. კასპში მოქალქეები ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა მუნიციპალიტეტში უმუშევრეობა, რომლის მოგვარებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შეგახსენებთ, რომ საპარლამ,ენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება, პარალელურად კასპში მერის ასარჩევად შუალედური არჩევნები ჩატარდება.

იხილე