კასპში გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ

კასპში აგრარულ ბაზარში დასაქმებულები გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ, მათი თქმით მას შემდეგ რაც ბაზრის გარეთ თვითნებურად ვაჭრები დადგნენ, ვეღარ მუშაობენ და პროდუქტს ვეღარ ყიდიან, მათ კი დახლისა და სხვა გადასახადების გადახდა უწევთ, გარდა ამისა ბაზრის მიმდებარედ, თვითნებურად მოწყობილ ბაზარში ანტისანიტარია, მოვაჭრეები ამბობენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს თუმცა უშედეგოდ. მოვაჭრეების პრობლემასთან დაკავშირებით ჩვენ კასპის მერიას მივმართეთ, სადაც სიტყვიერი კომენტარით შემოიფარგლნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნული პრობლემის მოწესრიგება სამართალდამცავებს ევალებათ. SHOW LESS

იხილე

ქობულეთში, დედამ 15 წლის შვილი საწოლში გარდაცვლილი იპოვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალსოფლის დასახლებაში, დედამ შვილი საწოლში გარდაცვლილი იპოვა. მოზარდი 15 წლის იყო. ამ ეტაპზე გარდაცვალების მიზეზი უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

იხილე

გორში პოლიციამ მამაკაცის ცხედარი იპოვა

არის თუ არა გუშინ კომბინატის დასახლებაში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი კახა ავაზნელის, ოჯახი ახლა პასუხის მოლოდინშია. ნინო ავაზნელი იხსენებს, როცა მისი შვილი სახლიდან გავიდა და ოჯახმა ბოლოს ნახა, ამის შემდეგ კი 33 წლის კახა ავაზნელის შესახებ ოჯახს აღარფერის სმენია. რაც შეეხება გუშინ ნაპოვნ ცხედარს, რომლიც სავარაუდოდ კომბინატის დასახლების მიმდებარედ ნახეს, შინგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.

იხილე