ქარელში, საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ახალგაზრდები რომლებიც ქარელში გარდაცვლილები იპოვეს რუსთაველები არიან და ქარელში ქირით ცხოვრობდნენ. ერთერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა ის ქარელის საავადმყოფოდან დედაქალაქში გადაიყვანეს. როგორც ქარელის საავადმყოფოში ,, თრიალეთს” განუცხადეს სასწრაფო დახმარების ბრიგადას ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაცვლილი დახვდა ხოლო მესამე მათგანი მძიმე მდგომარეობაში. ადგილობრივები მომხდარს გაზის გაჟონვას უკავშირებენ. ცხედრები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.    

იხილე

28 ნოემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდება

დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში და სათხილამურო კურორტებზე –  ბაკურიანში, გუდაურში გოდერძსა და მესტიაში  მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა შეიზღუდება. შესაბამისი გადაწყვეტილება  უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. შეზღუდვები 28 ნოემბრიდან – 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.

იხილე

რა ახალი შეზღუდვები ამოქმედდება საქართველოში 28 ნოემბრიდან – პრემიერის განცხადება

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით: ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე; მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა; რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან…

იხილე