მე-10 მოწვევის პარლამენტი და შეფასებები გორში

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნეს. საკითხს მხარი დაუჭირა 87-მა დეპუტატმა. პარლამენტმა საკუთარი გადაწყვეტილებით ცნო 150 დეპუტატის უფლებამოსილება, რომელთა შორის არის 60 ოპოზიციონერი დეპუტატი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში მანდატები მიიღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პროპორციული სიების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადებები შეიტანეს. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გორში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ეხმაურებიან, ოპოზიცია მეათე მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებს. ოპოზიციის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებენ ,,ქართულ ოცნებაში,,

იხილე

პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები შესაძლოა გახანგრძლივდეს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციები და საზოგადოების განწყობა, რას ფიქრობს ხალხი უნდა მოხდეს თუ არა უკვე დაწესებული აკრძალვების გახანგრძლივება, ჩვენს მიერ გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე თუნდაც სადღესასწაულო დღებში არ უნდა მოხდეს შეზღუდვების მოხსნა. გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი კი ამბობს, რომ დაწესებული რეგულაციები საჭირო არ არის და უნდა მოიხსნას, თუნდაც სადღესასწაულო დღეებში . ცნობისთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს, რეგულაციები 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.

იხილე