პოლიტიკა

სუსი საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სუს-ის თანამშრომელი შარშან მისი "შვილის გატაცებას აპირებდა", განცხადებას ავრცელებს. სუს-ი აცხადებს, რომ უკვე მიმართეს პროკურატურას, რათა "უმოკლეს ვადაში მოხდეს განცხადების ავტორის გამოკითხვა და დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში".
28 წუთის წინ

როგორც სუს-ი აღნიშნავს, ვეფხია კასრაძის მიერ გაკეთებული განცხადება დეტალურ შესწავლას, მეტ კონკრეტიკას და "ოდნავი დეტალიზაციის შემთხვევაშიც კი", სრულყოფილ გამოძიებას საჭიროებს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვეფხია კასრაძის განცხადებასთან დაკავშირებით უკვე მიმართა პროკურატურას, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს განცხადების ავტორის გამოკითხვა და დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში - ერთი მხრივ, თეორიულადაც რომ დავუშვათ განცხადებაში მოტანილი ფაქტების სისწორე, ის დეტალურად არის გამოსაძიებელი, მეორე მხრივ კი არ შეიძლება ვინმეს შეეძლოს საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურს ასე ხელაღებით დააბრალოს სასტიკი დანაშაული. ორივე შემთხვევაში გაკეთებული განცხადება დეტალურ შესწავლას, მეტ კონკრეტიკას და ოდნავი დეტალიზაციის შემთხვევაშიც კი, სრულყოფილ გამოძიებას საჭიროებს", - ნათქვამია განცხადებაში.

საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ვეფხია კასრაძემ განაცხადა, რომ სუს-ის თანამშრომელი შარშან მისი შვილის "გატაცებას აპირებდა".

"შარშან ჩემი შვილის გატაცებას რომ აპირებდა სუს-ის თანამშრომელი და 11 წლის გოგოს რომ ურეკავდნენ მთელი სამი თვის განმავლობაში, რომ არ ვამხილე ის სუს-ის თანამშრომელი, ხომ? ეგ ვაღიარო, არა? ესენი არიან გარეწრები, უბრალოდ და ცოტა რცხვენოდეთ, რა. ვფიქრობდი, რომ ლილუაშვილის სუს-ი აკეთებდა ამას, მაგრამ ახლაც რეკავენ", - განაცხადა ვეფხია კასრაძემ "ტვ პირველთან" სატელეფონო საუბარში.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები