,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო და შეფასებები გორში

მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობასა და ირაკლი კობახიძის პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს,, თავმჯდომარედ არჩევას ამჯერად გორში ეხმაურებიან, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ,,ქართულ ოცნებაში,, კრიზისია და მმართველი გუნდის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა. ოპოზიციის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებენ ,,ქართულ ოცნებაში,, და ამბობენ რომ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში პროფესიონალები და გამოცდილი პოლიტიკოსები არიან. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასა და პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას ეხმაურებიან რიგითი მოქალაქეებიც, ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტების მოსაზრებები არაერთგვაროვანია. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა ასეთია: ირაკლი კობახიძე; კახა კალაძე; ვასილ მაღლაფერიძე; გიორგი გახარია; არჩილ თალაკვაძე; მაია ცქიტიშვილი; გიორგი ვოლსკი; ირაკლი ღარიბაშვილი; თეა წულუკიანი; მამუკა…

იხილე