პოლიტიკა

ნინო დოლიძე - საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის ვალდებულების გაუქმება არის უკიდურესად უკან გადადგმული ნაბიჯი
9 წუთის წინ

ნინო დოლიძე - საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის ვალდებულების გაუქმება არის უკიდურესად უკან გადადგმული ნაბიჯი

საქართველოს საზღვრებს გარეთ საარჩევნო უბნების გახსნის ვალდებულების გაუქმება არის უკიდურესად უკან გადადგმული ნაბიჯი - რეალური მიზანი ყველასთვის ნათელია. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რატომ არ გახსნეს საჭირო რაოდენობის საარჩევნო უბნები 2024 წელს, - ასე ეხმაურება „სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.

“საქართველოს საზღვრებს გარეთ საარჩევნო უბნების გახსნის ვალდებულების გაუქმება, ეწინააღმდეგება არჩევნების საყოველთაობის პრინციპს და არის უკიდურესად უკან გადადგმული ნაბიჯი, როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად. ამ ნაბიჯით “ქართული ოცნება” ფაქტობრივად საერთოდ რიყავს ჩვენს მოქალაქეებს, ჩართულნი იყვნენ ქვეყნის ცხოვრებაში.

რეალური მიზანი ყველასთვის ნათელია. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რატომ არ გახსნეს საჭირო რაოდენობის საარჩევნო უბნები 2024 წელს“, - წერს ნინო დოლიძე „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ცვლილებებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები